пятница, 27 февраля 2009 г.

     თბილისის მიკრო გეოგრაფიულ რუკას თუ შევხედავთ დავინახავთ რომ ავჭალა ქალაქის ჩრდილოეთით ნაწილში  მდებარეობს. კორდინატებია ჩრდილოეთ განედის41 გრადუსზე 42 მინუტზე და აღმოსავლეთ გრძედის 44 გრადუსზე 47 მინუტზე. გრძედის მიხედვით მას დაახლოვებით იგივე ადგილი უჭირავს რაც ვოლგოგრადს(რუსეთი), ერევანს (სასომხეთი), ბაღდადს (ერაყი),. ამავე პარარელზე მდებარეობს რომი (იტალია), ბარსეონა (ესპანეთი), ტაშკენტი (უზბეკეთი) ხაკოდეტესა (იაპონია) და ბოსტონი (აშშ)ი იგი ტერიტორიული განფენილობით შედის მტკვრის მეორე ტერასაში. იგი მიუყვება მტკვრის ხეობას. აღსანიშნავია, რომ საგურამო-იალნოს ქედით მარცხენა მხრიდანაა შემოსაზღრულია, ხოლო მარჯვენიდან თრიალეთის ქედის ბოლოებით შემოიფარგლება. 
                    ავჭალა მიეკუთვნება თბილისის მიკროგეოგრაფიული რაიონის მეორე ტერასას, რომელშიც შედის დავით აღმაშენებლის ხეივანი.  სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის მცხეთიდან გვინდაძის ხევამდე, ხოლო  ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე გლდანულამდე. ახლაც ასევე მოიხსენიებენ ზემოდა ქვემო ავჭალა.
                    ავჭალა ასევე იყოფა მცირე უბნებად და დასახლებად მაგალითად: წოპრონა, ბარისახო, ბაღნარი, ჭრებალო, თექვსმეტიანები,  კოლონიები, წყარო, დაჩები, ზემკა, ცენტროლიტი, სადგური, პარკი, რიონი, პატარა გლდანი, შამპანიური, წყალსადენი, ჩაი, კონიაკი და სხვები.
                   ავჭალის ტერიტორიაზე განთავსებულია სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები ისენი ჰყოფენ დასახლებულ პუნქტს შუაზე, რაც უზრუნველყოფს კავშირს სხვა უბნებთან.